ლევან თევზაია ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მონაწილეობით გამართულ თაფლის ფესტივალს დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
ლევან თევზაია ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მონაწილეობით გამართულ თაფლის ფესტივალს დაესწრო.
ფესტივალზე წარმოდგენილი პროდუქცია აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან თევზაიამ, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან გოგიტა თედორაძესთან ერთად დაათვალიერა.
რიგით მე-7 “შავი ზღვის თაფლის ფესტივალზე” საკუთარი პროდუქცია 50-მდე მეფუტკრემ, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმეებმა წარადგინეს.
ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ და შეეძინათ როგორც აჭარის სხვადასხვა კუთხეში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით წარმოებული არაერთი სახეობის თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქცია.
ფესტივალი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს