ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის


ავტორი
Front News საქართველო
ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს აღარ იკავებს.
მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად კონტრაქტის ამოწურვა სახელდება.
კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, წულაძეს შეუძლია კონკურსში მონაწილეობა ხელახლა მიიღოს.
“ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა, ისევე როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები, თუ ის სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებსაც ვადა გაუვიდათ და ზოგიერთი მათგანი ხელახლა აპირებს კანდიდატობას, შემოიტანს განაცხადებას და მისი განაცხადიც როგორც ნებისმიერი სხვა, იქნება განხილული”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
აღსანიშნავია, რომ ლევან წულაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორია.
თაგები:
თეა წულუკიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს