ლევან ცუცქირიძე - "ქართულ ოცნებას" აკლია ხალხის მხარდაჭერა, საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მორალური უფლება, რომ მართოს ქვეყანა

ავტორი
Front News საქართველო
მე არ მგონია, რომ სამი წელი დაგვჭირდეს ლოდინი იმისათვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხიოს, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ოცნებას" აკლია ის ძირითადი რაღაცები, რაც აუცილებელია ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
"მე არ მგონია, რომ სამი წელი დაგვჭირდეს ლოდინი იმისათვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხიოს და დანიშნოს ახალი არჩევნები იმიტომ, რომ მას აკლია ის ძირითადი რაღაცები, რაც აუცილებელია ძალაუფლების შესანარჩუნებლად - ხალხის მხარდაჭერა, საერთაშორისო ლეგიტიმაცია, მორალური უფლება, რომ მართოს ქვეყანა.
ჩანს, რომ მათ ეს ყველაფერი აწუხებთ. თვითონ დასავლეთში ვეღარ ჩადიან და ვერავის ვეღარ ხვდებიან, მაგრამ უშვებენ ვიღაცებს - ხან ბიზნესსექტორიდან, ხან სხვა რანგიდან, რომ შეეხვეწონ ისინი დასავლეთს, რომ მეტად აღარ დასანქცირდნენ, აღარ მიიღონ დამატებითი ზომები და ამაში ხარჯავენ ფულს. როგორც კი მათზე დაბალი რანგის პირი გამოჩნდება მათთან, ეგრევე მაგაზე საუბრობს მათი მთელი პროპაგანდა, რომ ლეგიტიმაცია აქვთ, თურმე. ცდილობენ, დააჯერონ თავიანთი მომხრეები, რომ არაფერში არ სჭირდებათ ეს ყველაფერი, სინამდვილეში კი, ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ წარუმატებლად, რომ რამენაირად გადატვირთონ ეს ურთიერთობები", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
თაგები:
ლევან ცუცქირიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


