ლევან ცუცქირიძე - მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა "ქართულ ოცნებას"

ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებულ თანამოქალაქეებს - ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა "ქართულ ოცნებას", დაიცავით თანამოქალაქეები, თქვენ მიერ დადებული ფიცი და არა კრიმინალთა მითითებები, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შექმნილი კრიზისის განმუხტვა "ქართული ოცნების" ვალია.
"დღეს პროტესტის 307-ე დღეა და ამ ხნის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" თავისი უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა. შექმნილი კრიზისის განმუხტვა სწორედ მისი ვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა მოვლენათა შესაძლო გამწვავებაზე სწორედ მას დაეკისრება.
"ქართულმა ოცნებამ" გატარებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყნის განვითარება და ეჭვქვეშ დააყენა მისი მომავალი.
მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებულ თანამოქალაქეებს - ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა "ქართულ ოცნებას", დაიცავით თანამოქალაქეები, თქვენ მიერ დადებული ფიცი და არა კრიმინალთა მითითებები. უერთგულეთ კონსტიტუციას და არა კორუმპირებულ პოლიტიკოსებს", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
თაგები:
ლევან ცუცქირიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


