ლევან ცუცქირიძე - რაღა ურთიერთობა უნდა გაწყდეს, რაც აღარ არსებობს


ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერი მიუთითებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკაზე და აბსოლუტურ არაკომპეტენტურობაზე, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის აღარ არსებობს.
"ეს ყველაფერი მიუთითებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკაზე და აბსოლუტურ არაკომპეტენტურობაზე. რა თქმა უნდა, ნათელია ისიც, ეს მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო შემცირებულ, მაგრამ მაინც არსებულ მხარდამჭერთა წრეს აჩვენოს, რომ არ ეპუებიან და მაგრად დგანან.
მე ვიცი თვითონ საჯარო მოხელეებისგან, რამხელა შოკი ჰქონდათ მათ, როდესაც კობახიძის პრესკონფერენციას მოუსმინეს ევროკავშირთან დაკავშირებით იმიტომ, რომ როდესაც ეს კონფერენცია ჩაინიშნა, ყველა სხვა განცხადებას ელოდა. ამის შემდეგ იყო ძალიან ბევრი პროტესტი და დემარში საჯარო მოხელეების, ძალიან ბევრი პროფესიონალი შემობრუნდა რეჟიმის წინააღმდეგ მაშინ.
რაღა ურთიერთობა უნდა გაწყდეს, რაც აღარ არსებობს. სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის აღარ არსებობს და სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს აქვს უარყოფითი შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის. აშშ-სთან გაწყვეტილი ურთიერთობები ძალიან ძვირად გვიჯდება.
ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს - ფოკუსი არ უნდა დაგვაკარგინოს ამან. თანმდევი პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს მრავალმხრივი და ესაა ის, რასაც ჩვენ - "თავისუფლების მოედანი" ვცდილობთ, ვაკეთოთ. უპირველეს ყოვლისა, ესაა პროტესტში მონაწილეობა, პროტესტის გაგრძელება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
თაგები:
ლევან ცუცქირიძე