ლევან ცუცქირიძე - საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი შეგვხვდეს და გვითხრას, რის გაკეთებას აპირებენ იმისთვის, რომ დაიცვან მოქალაქეები

ავტორი
Front News საქართველო
"თავისუფლების მოედნის" წევრები 8 სექტემბერს მელიქიშვილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ.
"თავისუფლების მოედნის" ლიდერის ლევან ცუცქირიძის განცხადებით, პოლიციელები ანგარიშვალდებული არიან ყველასთან და არამხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან.
"მოვედით აქ იმისთვის, რომ შევახსენოთ მათ, რომ ისინი ანგარიშვალდებული ჩვენთანაც არიან, არამხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან.
ამიტომ, ახლა დავტოვებთ ოფიციალურ მოთხოვნას, რომ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი შეგვხვდეს და გვითხრას, რის გაკეთებას აპირებენ იმისთვის, რომ დაიცვან საქართველოს მოქალაქეები ასეთი ბანდიტური თავდასხმებისგან", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
თაგები:
ლევან ცუცქირიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


