
ავტორი
Front News საქართველო
დღევანდელი მოვლენები იყო მათი მხრიდან ძალის დემონსტრაციის მცდელობა, რომ ბევრნი ვართ, არ დაგინდობთ, მოგერევით, მაგრამ ჩვენ ისევ აქ ვდგავართ და ასე ვაპირებთ გაგრძელებას გამარჯვებამდე, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ბრძოლა ქვეყნის შიგნით ყველა მექანიზმის გამოყენებით, ეს არის ბრძოლა დიპლომატიის ფრონტზე და ეს არის სამოქალაქო პროტესტი.
“ოპოზიციის სამოქმედო გეგმა არის ის, რაც ყოველთვის იყო და ბევრჯერ ვთქვით, ეს არის ბრძოლა ქვეყნის შიგნით ყველა მექანიზმის გამოყენებით, ეს არის ბრძოლა დიპლომატიის ფრონტზე და ეს არის სამოქალაქო პროტესტი. რაც შეეხება, დღევანდელ მოვლენებს, ეს იყო მათი მხრიდან ძალის დემონსტრაციის მცდელობა, რომ ბევრნი ვართ, არ დაგინდობთ, მოგერევით, მაგრამ ჩვენ ისევ აქ ვდგავართ და ასე ვაპირებთ გაგრძელებას გამარჯვებამდე. ვერავინ შეგვაშინებს ძალის გამოყენებით და დაშინების მცდელობებით“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
თსუსთან მიმდინარე აქცია სამართალდამცველებმა დაშალეს. აქციის მონაწილეები მელიქიშვილის ქუჩისკენ გადაიყვანეს, სადაც სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო. დაკავებულია რამდენიმე მოქალაქე.
თაგები:
ლევან ცუცქირიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს