ლევან ცუცქირიძე – ძალიან ბევრი დრო დასჭირდება იმას, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ იმ სტატუს-კვოს, რაც აქამდე გვქონდა

ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რომელიც დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოხდება, ძალიან ბევრი დრო დასჭირდება იმას, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ იმ სტატუს-კვოს, რაც აქამდე გვქონდა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაცია შეუძლებელია.
“ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რომელიც დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოხდება, ძალიან ბევრი დრო დასჭირდება იმას, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ იმ სტატუს-კვოს, რაც აქამდე გვქონდა. ძალიან ბევრი დრო დაგვაკარგვინეს. გადაწყვეტილებები რაღაცის შესახებ ძალიან რთულად მიიღწევა, მაგრამ ასევე რთულად მიიღება აღდგენის შესახებაც.
რა თქმა უნდა, ტყუილია ის, რომ 2028 წელს “ქართული ოცნება” დაუბრუნდება ევროკავშირთან ურთიერთობას და ორ წელიწადში ჩვენ გაწევრიანებას შევძლებთ. ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა.
2028 წელს საქართველოს ევროპული მომავალი აღარ იარსებებს. ამ პარტიას თუ დარჩა უნარი, რომ ძალაუფლება გამოიყენოს ადამიანების წინააღმდეგ ძალაუფლება ეფექტურად გამოიყენოს და თუ კიდევ შეინარჩუნა ძალაუფლების ბერკეტები, რაც მას გააჩნია, საქართველოს ევროპული მომავალი აღარ იქნება”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
თაგები:
ლევან ცუცქირიძე




