ლევან ვასაძე – დაავადება შეიძლება რადიაციული დასხივებითა და მოწამვლით იყოს გამოწვეული


ავტორი
Front News საქართველო
დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც, ოფიციალურად დამიდგინდა მრავალჯერადი მიელომაც. რაც არის უკვე სისხლის კიბოს ნაირსახეობა. ნუ დაიზაფრებით, ვინც მგულშემატკივრობთ, – ამის შესახებ ბიზნესმენი და მოძრაობა “ერის” ლიდერი ლევან ვასაძე ვიდეოჩართვაში აცხადებს.
მისი თქმით, უკვე დადასტურებული წინა დიაგნოზი (ა/ლ ტიპის ამილოიდოზი) უფრო საშიში და აგრესიული დაავადებაა, ვიდრე თვით სისხლის კიბოც კი.
როგორც ვასაძე განმარტავს, მისი დაავადება შეიძლება რადიაციული დასხივებითა და ინტოქსიკაციით იყოს გამოწვეული.
“ეს მონათესავე დაავადებებია, ხშირად ერთად მიდის, თუმცა ამ შემთხვევაში ცოტა უცნაურია მათი წარმოქმნა და მიმდინარეობა სრულიად ჯანმრთელ ორგანიზმში. ამ დიაგნოზის ოფიციალური დადგენით რაც შეიცვალა არის ის, რომ ჩვენ უკვე ვეღარ ვუარვყოფთ სამეცნიერო დონეზე, რომ ეს დაავადება შეიძლება რადიაციული დასხივებითა და ინტოქსიკაციით (მოწამვლით) იყოს გამოწვეული.
ამილოიდოზის გამომწვევ მიზეზებში თუ ესე მკაფიოდ გამორკვეული არ არის, მეილომის შემთხვევაში, რომელიც ჩემი პირველი დაავდებაა, პირდაპირ წერია, რომ ერთ-ერთი მთავარი, ხშირად გამომწვევი მიზეზი არის რადიაციული დასხივება და მოწამვლა”, – აცხადებს ვასაძე.
თაგები:
ლევან ვასაძე