Logo

ლევან ვასაძე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის

საზოგადოება
801
Frontnews image description

ლევან ვასაძე ნამოხვანჰესთან დაკავშირებით საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მოძრაობა "ერის" დამფუძნებელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ვასაძის განმარტებით, შესაბამისი თხოვნით "ცესკოს" უახლოეს მომავალში მიმართავს და ხელმოწერების შეგროვებასაც დაიწყებს. 

"ჩვენ ვხედავთ ხისტ, მოუქნელ, არადიპლომატიურ, მე ვიტყოდი არასახალხო ორიენტაციის მქონე პოზიციას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც აცხადებს, ჯერ რიონის ხეობის მოსახლეობამ და მერე მთელმა ქვეყანამ რაღაც ვერ გავიგეთ რატომღაც, ვერ აგვიხსნეს წესიერად რა კარგია ეს პროექტი ამ სახით რა სახითაც ის უნდა განხორციელდეს. ასეთი პოზიცია გასაგებია, რომ სულ უფრო და უფრო მეტ აღშფოთებასა და პროტესტს იწვევს. წინააღმდეგობის ტალღა ფართოვდება, პროტესტის მასშტაბი იზრდება და ჩვენ შევდივართ კიდევ ერთ ხელოვნურად შექმნილ კრიზისში, რომლიდანაც გამოსავალი ისევ არ ჩანს. 

ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ჩატარდეს სახალხო რეფერენდუმი, უნდა აშენდეს, თუ არა მოსახლეობის აზრით ნამახვანჰესი, კომპანია "ენკასთან" გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად. ჩვენ, როგორც საინიციატივო ჯგუფი, უნდა მივიდეთ, დავრეგისტრირდეთ ცესკოში, შევიტანოთ განაცხადი და შესაბამისი პროცედურების შედეგად უნდა მოგვეცეს ბლანკები, რათა კანონით განსაზღვრულ ვადებში შევაგროვოთ აუცილებელი რაოდენობა ხელმომწერებისა" – განაცხადა ვასაძემ.  

ვასაძემ განმარტა ისიც, რომ მას ხეობის მცველების პროტესტის ორგანიზებასთან და დაფინანსებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

"საჯაროდ ვადასტურებ, რომ არავითარი კავშირი რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან, დაფინანსებასთან, ჩემი მხრიდან არ არსებობს. არც ერთი დოკუმენტი, არც ერთი დასტური ამ ჭორებისა არ არსებობს. ვარლამ გოლეთიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას პოლიტიკა არ აინტერესებს, ის არის უბრალოდ მცველი თავისი ხეობის, მშობლიური ადგილებისა და მე როგორც არავის, მესმის ამ ახალგაზრდა კაცის პოზიციის, იმიტომ, რომ მეც არაერთი წელი გულწრფელად ვერიდებოდი პოლიტიკას და ძალიან დიდი გაგებით ვეკიდები ამ ადამიანის ასეთ პოზიციას", – განაცხადა ვასაძემ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები