ლევან ვასაძე – პოლიტიკაში შემოსვლიდან თვენახევარში დამეტაკა ეს უიშვიათესი დაავადება


ავტორი
Front News საქართველო
მოძრაობა “ერის” დამფუძნებელი ლევან ვასაძე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიდეო-მიმართვაში საუბრობს.
ვასაძის განცხადებით, მას უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა გულზე, შეძენილი ფორმით, რაც მილიონ ადამიანში 2-ს ემართება.
“ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი მიმართვაში რამდენჯერმე უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ეს დაავადება პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ დაუდგინდა. ამიტომ, არ გამორიცხავს, რომ “სამხედრო ან გასაიდუმლოებული ტექნოლოგიებით” მოწამლეს.
“დამიდგინდა მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მსოფლიოში. მე მას განზრახ არ დავასახელებ, რათა ამ კერძო სივრცეში არ შევიჭრა. ვიტყვი, რომ ეგ დაავადება არის რამდენიმე სახის: გენეტიკური და შეძენილი. ემართებათ სხვადასხვა ორგანოზე, მე მაქვს მხოლოდ გულზე და მაქვს შეძენილი. უცნაურია როგორ შევიძინე, იმიტომ რომ 50 წლის კაცი ვარ, თან სპორტსმენი, არ ვეწევი, არ ვსვამ, ვვარჯიშობ და თითქმის არ ვავადმყოფობ. თან, სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდი, აპრილის ბოლოს, რაღაც ხველა მაწუხებდა გრიპის მერე და მოსკოვის კლინიკაში გავიარე კომპლექსური შემოწმება და ყველაფერი მქონდა წესრგიში გულის ჩათვლით.
მაისის დასაწყისში კი, 6 მაისს, გიორგობა დღეს, შემოვედი პოლიტიკაში და თვენახევარში დამეტაკა ეს უიშვიათესი დაავადება, რომელიც თუ სწორად მესმის, ამ სახით, ანუ მარტო გულზე და არა გენეტიკური, არამედ შეძენილი, ემართება მილიონ ადამიანში 2 კაცს. არსებობს თუ არა რაღაც სამხედრო ან გასაიდუმლოებული ტექნოლოგიები, რომლებსაც შეუძლიათ დასხივების ან ინტოქსიკაციის შედეგად ამ დაავადების გამოწვევა, მე ვერ გავარკვევ და ალბათ, ვერც ვერავინ ვერ გაარკვევს. გავიკითხე ექიმებში და ექიმები ვერც მიდასტურებენ და სხვათაშორის ვერც უარყოფენ, რომ ეს შეიძლება იყოს გარეზემოქმედების შედეგი. არ მინდა ამით ვისპეკულირე, უბრალოდ მინდა გავუსვა ხაზი ამ უცნაურ დამთხვევას, რომ 50 წელი ჯანმრთელად ვიცხოვრე, შემოვედი პოლიტიკაში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და მძიმე დაავადება დამიდგინდა. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს.
გარდა ამისა, ძალიან მაინტერესებს, საიდან იცოდნენ ან როგორ გაიგო სამმა ულტრალიბერასტულმა ტელევიზიამ: “ფორმულამ”, “მთავარმა არხმა” და “ტვ პირველმა” ამის შესახებ და სამივემ რატომ გაუსვა ხაზი, რომ მე ვარ მოწამლული, რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ. კარგი იქნება თუ ვიღაცა ჰკითხავს. ახლა წინ მელოდება მძიმე მკურნალობის პროცესი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის მედიკამენტოზურ მკურნალობას და შესაძლოა, საოპერაციო მკურნალობას. არ ვაპირებ დანებებას. იმედი მაქვს, რომ უფალი მე და ჩემს ოჯახს, სამეგობროს არ მიგვატოვებს. არ დავნებდები არც იმ გზაზე, რომელზეც შევდექი გულით. რითაც შევდექი ამ გზაზე, იმაზე დამეტაკა სწორედ უხსენებელი”, – აცხადებს ვასაძე.
თაგები:


ლევან ვასაძე – საიდან ეს უიშვიათესი დაავადება, რომელიც წლები ვითარდება, მაინცდამაინც იმ 2 თვეში, რაც პოლიტიკაში შემოვედი?

ლევან ვასაძე – დაავადება შეიძლება რადიაციული დასხივებითა და მოწამვლით იყოს გამოწვეული

ლევან ვასაძე – ჩემს დაავადებას ჰქვია AL ტიპის ამილოიდოზი, ვკურნალობ საერთაშორისო მიღებული პროტოკოლით მოსკოვში