
ავტორი
Front News საქართველო
ლევან ვასაძემ მოძრაობა "ერთობა, რაობა, იმედი" ოფიციალურად დააფუძნა. როგორც მან 9 აპრილის ბაღში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად და შეცვლის ვითარებას საქართველოში.
როგორც ვასაძემ აღნიშნა, უახლოესს დღეებში გუნდს წარადგენს.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა, რომელსაც ახლა შევუდექით, არ იქნება მარტივი და ია-ვარდით მოფენილი. წინ გველოდება ბევრი ერთობლივი ბრძოლა, წინააღმდეგობები, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით შევძლებთ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე" – აცხადებს ვასაძე.
ვასაძეს მხარდამჭერებთან დაპირებების შესახებ არ უსაუბრია, მან შეხვედრაზე ერთადერთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა, რომ აუცილებლად უნდა გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს