ლევან ჟორჟოლიანი - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, დამოუკიდებლობის დღის კონცეფცია წელს ეფუძნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება თბილისსა და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ეკლესია-მონასტრებთან.
"გაიმართება წვევამდელების მიერ ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია თბილისთან ერთად 12 რეგიონში, უძველეს ეკლესია-მონასტრებთან, რაც უპრეცედენტო მასშტაბია. მნიშვნელოვანია, რომ გაიმართება გალა-კონცერტები დღის ბოლოს, ასევე გვექნება სპორტული, კულტურული, საბავშვო პროგრამები და 17:10 საათზე ტრადიციულად შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი




