ლევან ჟორჟოლიანი - აპრილის ბოლოს უკვე გარკვეული ხელშესახები შედეგები გვექნება, თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასების კლება მანამდეც შესაძლებელია

ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, ქვეყანაში გამოჩნდნენ მაღალი ფასების მომხრე ადამიანები და მათ გარკვეული პოლიტიკური მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს საწინააღმდეგო არგუმენტი, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, ფასებმა დაიწიოს გარკვეულ პროდუქტებზე და როდესაც საუბარია არა მხოლოდ სასურსათო პროდუქციაზე, არამედ კომისიის მანდატი ვრცელდება საწვავსა და მედიკამენტებზეც.
„დღეს კომისიის ფორმატში გვექნება შეხვედრა დისტრიბუტორებთან, ორშაბათს გვექნება მწარმოებლებთან, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებთან და ბოლოს უკვე საწვავთან დაკავშირებით. სქემა ყველგან ერთი და იგივეა, შესაბამისად, შეგვიძლია ანალოგიური მეთოდით ვიმუშაოთ და ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოს უკვე გარკვეული ხელშესახები შედეგები გვექნება. თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასების კლება მანამდეც შესაძლებელია, თუნდაც იმ პროცესის განმავლობაში, რომელიც მიდის მთავრობის ადმინისტრაციაში სამთავრობო კომისიის ფარგლებში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი




