ლევან ჟორჟოლიანი აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს შეეხო.
"განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე ისაუბრეს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობის საკითხი. გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება და ქვეყნების საერთო ინტერესების გათვალისწინებით, კონკრეტული დღის წესრიგით გაგრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი




