
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმის - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანმა ხაზი გაუსვა წყლის დანაკარგების შემცირების მნიშვნელობას და საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა წყლის რესურსების სწორად მართვისთვის შესაბამისი უწყებების მჭიდრო და კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
"მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება წყალმომარაგებაში როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო ოპერატორის მხრიდან თბილისში, მცხეთასა და რუსთავში. სახელმწიფო აქტიურად განაგრძობს ინვესტირებას რეგიონებში საოპერაციო და კაპიტალური ხარჯების მიმართულებით. ჩვენი საბოლოო მიზანია ადეკვატური სერვისებისა და ხარისხიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფა როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე ბიზნესისთვის“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ფორუმში, რომელსაც „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი მოდერატორობდა, ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს