Logo

ლევან ჟორჟოლიანი გაეროს განვითარების კოორდინაციის პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

პოლიტიკა
1093
Frontnews image description

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს განვითარების კოორდინაციის რეგიონული ოფისის დირექტორს გვი იოპ სონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და გაეროს შორის სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

“აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავება, რომელსაც მომავალში გაეროს სააგენტოებთან ურთიერთობის პროგრამა დაეფუძნება.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, თანამშრომლობის ჩარჩოში გათვალისწინებული იქნება კონკრეტული პრიორიტეტები, რომელიც სრულად იქნება შესაბამისობაში ქვეყნის ინტერესებთან, მდგრადი ეკონომიკური ზრდის, რეგიონული განვითარების ხელშეწყობისა და განათლების მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და გაეროს შორის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლას.

საუბარი ასევე შეეხო გრანტების შესახებ კანონს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა გაეროს წარმომადგენლებს კანონის მიზნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი დაესწრო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები