ლევან ჟორჟოლიანი - გამჭვირვალობის ინდექსში საქართველოს დაწინაურება ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება


ავტორი
Front News საქართველო
ჩანდლერის ინსტიტუტის ანგარიშში კარგი მთავრობის შესახებ, გამჭვირვალობასთან მიმართებაში საქართველოს დაწინაურება, ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ანგარიშში საქართველო უსწრებს ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატოს წევრ 29 სახელმწიფოს, ევროპის მასშტაბით კი, საქართველოს მთავრობა მეცხრე ადგილზეა.
"საქართველოს დაწინაურება უკავშირდება იმ რეფორმებს, რომლებიც განხორციელდა ბოლო პერიოდში. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა განკარგულება გახდა საჯარო, შესაბამისად, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილების ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ეს ხელს უწყობს კორუფციასთან ბრძოლას, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მთავრობებისთვის, ხოლო გამჭვირვალობა თავადვე აზღვევს ხელისუფლებებს კორუფციის რისკებისგან. ჩვენ ასევე ბიუჯეტის გამჭვირვალობითაც პირველი ვართ მსოფლიოში. გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მთავარი, ძირეული პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს დღევანდელი ხელისუფლება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს