Logo

ლევან ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი

პოლიტიკა
295
Frontnews image description

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა სამთავრობო და საპარლამენტო კომისიამ აქტიურად იმუშავა.

"გამოკვეთა პრობლემური საკითხები სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. ეს არის მოკლე ვადაში შედეგი. ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა საბოლოო შედეგი ფასებთან მიმართებაში უკვე გრძელ ვადაში იქნეს მიღწეული“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები