ლევან ჟორჟოლიანი - ხედავთ, როგორი ერთიანობაა ქუჩებში, როგორი ერთიანია საზოგადოება, ერი და ბერი ერთიანდება

ავტორი
Front News საქართველო
მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს, ჩვენს ყველა მოქალაქეს. ხედავთ, როგორი ერთიანობა არის ქუჩებში, როგორი ერთიანია საზოგადოება, ერი და ბერი ერთიანდება, რაც, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ ახლა ქვეყანას ერთობა განსაკუთრებულად სჭირდება.
"მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს, ჩვენს ყველა მოქალაქეს. ხედავთ, როგორი ერთიანობა არის ქუჩებში, როგორი ერთიანია საზოგადოება, ერი და ბერი ერთიანდება, რაც, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ახლა ერთიანობა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს და ზოგადად, მას შემდეგ, რაც პატრიარქმა დაგვტოვა, ამ ხნის განმავლობაში, საოცარი ერთიანობის მომსწრეები ვხდებით ჩვენ და ეს ყველაფერი ამის გაგრძელებაა. დიდი სასწაული ტრიალებს ქვეყანაში და იმედი მაქვს, ამ მუხტს ჩვენ დიდ ხანს შევინარჩუნებთ, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი




