ლევან ჟორჟოლიანი - კოორდინირებული მმართველობის რეიტინგში საქართველო ევროპის მასშტაბით მე-13, ხოლო მსოფლიოში 24-ე ადგილზე გავიდა

ავტორი
Front News საქართველო
კოორდინირებული მმართველობის რეიტინგში საქართველო ევროპის მასშტაბით მე-13, ხოლო მსოფლიოში 24-ე ადგილზე გავიდა, რაც იმ გადაწყვეტილებების შედეგია, რომელიც მიღებული იქნება ინსტიტუციური გაძლიერების ნაწილში, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგი, რომელიც ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა, ეფექტურ მთავრობათაშორის კოორდინაციას უკავშირდება.
"მთავრობის ადმინისტრაცია პირდაპირ არის დაკავშირებული მთავრობათაშორისი უწყებებისა და სამთავრობო ორგანოების კოორდინაციასთან, ასევე სამთავრობო გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმის ეფექტიან კონტროლთან, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რომელიც მიღებული იქნა ინსტიტუციური გაძლიერების ნაწილში, მათ შორის რომელშიც ხვდება მთავრობის ადმინისტრაცია, როგორც პირველადი უწყება კოორდინირების მიზნებისთვის, ასეთ შედეგზე გავიდა საქართველო“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


