Logo

ლევან ჟორჟოლიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

პოლიტიკა
160
Frontnews image description

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს არტურ ერკენს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიგრაციის საკითხებსა და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

განიხილეს "შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში" განხორციელებული ცვლილებები. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში უცხოელების დასაქმებისა და ახალი შრომითი ნებართვების გაცემის საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, განისაზღვრა სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება, ასევე ის მიმართულებები, სადაც უცხო ქვეყნების მოქალაქეების დასაქმება იკრძალება.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები