ლევან ჟორჟოლიანი - მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამოვლენის მიმართულებით

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში. იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ეთანამშრომლონ მაქსიმალურად შსს-ს აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამოვლენის მიმართულებით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სვანეთში, მესტიაში 133 მლნ კვტ/სთ არის ელექტროენერგიის მოხმარება, რაც მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის შეუსაბამოა და სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული საპოლიციო ღონისძიებები.
"სვანეთში, მესტიაში 133 მლნ კვტ/სთ არის მოხმარება, რაც წარმოუდგენელია მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტისთვის, მაქსიმუმი არ უნდა აღემატებოდეს 7-10 მლნ კვტ/სთ-ს. შესაბამისად, დადგა დღის წესრიგში ის საპოლიციო ღონისძიებები, რომელიც მიმდინარეობს და ამის ძირითადი წყარო არის, სწორედ, მაინერები. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული სრულად იქნეს ამოღებული ამ ტერიტორიიდან", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი




