ლევან ჟორჟოლიანი - მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალ წლებში უკეთესი შედეგები გვქონდეს

ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელოვანია, რომ ინდიკატორები, რომლებიც კვლევაშია წარმოდგენილი, არის კეთილსინდისირება, სასამართლო სისტემის და ბიუროკრატიის ხარისხი, ბიზნესრეგულირების სტაბილურობა, ასევე - უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა "ჩენდლერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას მომავალ წლებში უკეთესი შედეგები ჰქონდეს.
“აღნიშნული კვლევა ემყარება გაეროს მსოფლიო ბანკის სავალუტო ფონდის კვლევებს. მნიშვნელოვანია, რომ ინდიკატორები, რომლებიც კვლევაშია წარმოდგენილი, არის კეთილსინდისირება, სასამართლო სისტემის და ბიუროკრატიის ხარისხი, ბიზნესრეგულირების სტაბილურობა, ასევე - უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ბოლო წლების განმავლობაში ყველა მიმართულებით გვქონდა მნიშვნელოვანი შედეგები. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებით მომავალ წლებში უკეთესი შედეგები გვქონდეს”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი




