ლევან ჟორჟოლიანი - პრემიერ-მინისტრი შეუერთდება საფრანგეთის ინიციატივას ანტინარკოტიკული კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-7 სამიტში, რომელიც ქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სამიტზე პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში და ისაუბრებს ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ევროპაშია და იმ დამოკიდებულებებზე, რომლებიც ევროპის ეკონომიკას აქვს.
"ასევე საუბარი იქნება საქართველოს ეკონომიკაზე, რომელსაც რეგიონში ყველაზე დიდი ზრდა აქვს უკვე ბოლო 2 წელია.
ასევე იქნება შეხვედრების შესაძლებლობა ლიდერებთან. EPC-ის სამიტი იძლევა ამის საშუალებას, რომ მაქსიმალურად არაფორმალურ გარემოში მოხდეს ლიდერებს შორის ურთიერთობა, კონტაქტი და გარკვეული საკითხების განხილვა.
პრემიერ-მინისტრი შეუერთდება საფრანგეთის ინიციატივას ანტინარკოტიკული კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით. ნარკოტიკების წინააღმდეგ და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა არის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტი და ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს. სულ რამდენიმე დღის უკანაც და ასევე ბოლო 3 თვის განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობა ნარკოტიკები იქნა ამოღებული საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე, რამდენიმე ათეული მსხვილი ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრი ამ ევროპულ ინიციატივას აუცილებლად შეუერთდება, რაც უკვე დადასტურებული გვაქვს სამიტის ორგანიზატორებისთვის“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა