
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი ხელმისაწვდომი პირისთვის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, არის აბსოლუტურად ღია.
"იცით, რომ პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი პირისთვის. 2024 წლის თებერვლიდან მოყოლებული, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, არის აბსოლუტურად ღია. ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ მოვიდეს, დასვას კონკრეტული შეკითხვები ნებისმიერ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და პრემიერ-მინისტრი ხშირად ამბობს ხოლმე, რომ თუკი ერთ ასეთ გადაწყვეტილებასთან მაინც მოიტანენ რაიმე ხარვეზს, შეკითხვას, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერს გავცეთ პასუხი”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს