Logo

ლევან ჟორჟოლიანი - რისკების დაზღვევის მიზნით დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემები, შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი

პოლიტიკა
198
Frontnews image description

შვეიცარიული კომპანია GEOTEST-ის მიერ საქართველოში ჩატარებული მყინვარების მასშტაბური კვლევის დასკვნის მიხედვით, არ არსებობს მყისიერი, უშუალო საფრთხე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, კვლევის თანახმად, რისკების მართვისა და პრევენციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს.

"ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი, სადაც გაერთიანებული იქნება ყველა ის უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავისი კომპეტენციებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები