ლევან ჟორჟოლიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელ ენდრიუ ჯუველს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებულ თანამშრომლობაზე. განიხილეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმდინარეობა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დაწყებულია ოპტიმიზაციის პროცესი ენერგეტიკულ კომპანიებსა და საქართველოს რკინიგზაში, რომლის შედეგადაც უკვე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიზოგა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ასევე სახელმწიფო საწარმოებში შესყიდვების საკითხის მოწესრიგებას და ამ კუთხით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს