ლევან ჟორჟოლიანი - სახელმწიფო საწარმოები უნდა იყვნენ არა თვითკმარი, არამედ გავიდნენ მოგებაზე, შეძლონ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ბიუჯეტში ფულის შეტანა


ავტორი
Front News საქართველო
ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი ენერგეტიკულ კომპანიებში, სახელმწიფო საწარმოებში და საქართველოს რკინიგზაში და ოპტიმიზაციის შედეგად უკვე 52 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპტიმიზაცია პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის პირველი ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მოგებაზე გასვლა.
"სახელმწიფო საწარმოები უნდა იყვნენ არა თვითკმარი, არამედ უნდა გავიდნენ მოგებაზე, რაც არის მათი პირველადი და მთავარი ამოცანა. მათ უნდა შეძლონ სესხების აღება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ბიუჯეტში ფულის შეტანა. ეს არის საბოლოო მიზანი და ამ მიზანს ემსახურება ის პირველი ნაბიჯი, რომელიც უკვე გადაიდგა და რომელიც გულისხმობს საწარმოთა ოპტიმიზაციას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს