ლევან ჟორჟოლიანი საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში ოლივიე კურტოს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლევან ჟორჟოლიანმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა.
"შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ლევან ჟორჟოლიანმა ფრანგულ მხარესთან ნაყოფიერი პარტნიორობის მზაობა გამოთქვა და ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი




