ლევან ჟორჟოლიანი - შსს-მ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შსს-ს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 330 ე.წ. მაინერი ამოიღო, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ამოღებული იქნეს ყველა მაინერი, შესაბამისად, შემცირებული იქნეს ელექტროენერგიის მოხმარება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას, ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გამოვლენილი იქნეს ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები.
"ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ამოღებული იქნეს ყველა მაინერი, შესაბამისად, შემცირებული იქნეს ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც 133 მლნ კილოვატ/საათს აჭარბებდა, რაც მესტიის ზომის მუნიციპალიტეტისთვის არარეალურია. ეს უნდა იყოს მაქსიმუმ 7-10 მლნ კილოვატ/საათი. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გამოვლენილი იქნეს ელექტროენერგიით სარგებლობის უკანონო ფაქტები“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი




