
ავტორი
Front News საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.
საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.
მხარეებმა განიხილეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე შუა დერეფანში. ლევან ჟორჟოლიანმა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან შეხვედრებზე იმ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ტრანსკასპიური დერეფნის განვითარების მიმართულებით ახორციელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრებში მონაწილეობდნენ თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეები ეკონომიკური მიმართულებით - გუვანჩ აგაჯანოვი, ბათირ ანაიევი და ნოკერგული ატაგულიევი, ასევე თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი ნაზარ აგაჰანოვი.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს