
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული ბიუროს დირექტორს ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობასა და UNDP-ის შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას და მისი შემდგომი განვითარების მიმართულებებს.
UNDP-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის არსებული ურთიერთობებით კმაყოფილება გამოთქვა. აღინიშნა, რომ პარტნიორობის შედეგად წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო გაეროსა და საქართველოს მთავრობის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რაც თანამშრომლობას სხვა საფეხურზე გადაიყვანს. თანამშრომლობის ახალი ფორმატის უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ინტერესები, რასაც გაეროს ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამები დაეფუძნება.
"ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს იმ ეროვნულ ხედვებს, სტრატეგიებსა და სამთავრობო პროგრამებს, რომლებსაც ჩვენმა მოქალაქეებმა დაუჭირეს მხარი“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები დაესწრო.
თაგები:
ლევან ჟორჟოლიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს