ლიბანში Reuters-ის ოპერატორი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
სამხრეთ ლიბანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას Reuters-ის ახალი ამბების ოპერატორი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ოპერატორის ისამ აბდალას მკვლელობის გამო. ისამი მუშაობდა სამხრეთ ლიბანში „როიტერის“ გადამღები ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც პირდაპირ ვიდეო სიგნალს გვაწვდიდა. ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად. გვერდით ვუდგავართ ისამის ოჯახსა და კოლეგებს“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
მისივე ინფორმაციით, დაზიანებები მიიღეს “როიტერის“ ჟურნალისტებმა თაერ ალ-სუდანიმ და მაჰერ ნაზემაც. ისინი სამედიცინო დახმარებას ითხოვენ.
თაგები:
ისრაელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს