ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

ავტორი
Front News საქართველო
ლიბიის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად 60-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.
მედიის ინფორმაციით, ბორტზე დაახლოებით 86 ადამიანი იმყოფებოდა.
25 გადარჩენილი ადამიანი ლიბიის დაკავების ცენტრშია გადაყვანილი, ისინი მკურნალობას გადიან.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მხოლოდ წელს ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას 2 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
თაგები:





