ლიეტუვა უკრაინასთან შეიარაღების ერთობლივ წარმოებაში 20 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს


ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვა უკრაინასთან შეიარაღების ერთობლივ წარმოებაში 20 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპირებენ, გააგრძელონ უკრაინის აქტიური მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების გზით.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, დოვილე შაკალიენეს თქმით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე გლობალურ ბაზარზე უკრაინელი ინჟინრების მაღალი გამოცდილებისა და მოტივაციის, ასევე ამ სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთა მონდომებისა და სტრატეგიული აზროვნების გამო.
“ლიტვა გააგრძელებს ინვესტიციებს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში, ამისთვის უკვე გამოყოფილია 20 მილიონი ევრო და ეს თანხა გაიზრდება. თუმცა, ჩვენ ვისწრაფვით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ – ლიეტუვა-უკრაინული იარაღის ერთობლივი წარმოების განვითარებას, როგორც ლიტვაში, ასევე უკრაინაში”, – განაცხადა შაკალიენემ.
უსაფრთხოების გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იარაღის კონკრეტული სახეები არ არის გამჟღავნებული. უახლოეს კვირებში ლიტვაში გაიმართება ლიეტუვის და უკრაინის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრები, რათა განიხილონ შეთანხმების იმპლემენტაცია და შემდგომი ნაბიჯები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს