Logo

ლიეტუვამ 74 ქართველი მაღალჩინოსანი მოგზაურობის აკრძალვის სიაში დაამატა

პოლიტიკა
414
Frontnews image description

ლიეტუვამ 74 ქართველი მაღალჩინოსანი მოგზაურობის აკრძალვის სიაში დაამატა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუტის ბუდრისი წერს.

მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამოა დაწესებული.

“ლიეტუვამ 74 ქართველი მაღალჩინოსანი დაამატა მოგზაურობის აკრძალვის სიაში საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევისა და რეპრესიების გამო. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მომავლისკენ”, – წერს კესტუტის ბუდრისი.

საქართველოს მაღალჩინოსნებს 3 მარტს სამმა ქვეყანამ – ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ შეზღუდვები დაუწესა.

თაგები:

ლიეტუვა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები