ლიეტუვამ საქართველოს “ასტრაზენეკას“ ვაქცინის 15 ათასი დოზა აჩუქა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად მიიღო „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა. ვაქცინები თბილისის აეროპორტში დღეს ჩამოვიდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვის ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ.
ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრი სახელმწიფოსთვის – საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვისთვის გამოიყო.
ვაქცინებისთვის ლიეტუვის მთავრობას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა.
„ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 15 ათასი დოზა ახლახან ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!“ – წერს ზალკალიანი „ტვიტერზე“.
თაგები:
ლიეტუვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს