ლიეტუვაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები საქართველოს ელჩის გადადგომას მოითხოვენ


ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სალომე შაფაქიძეს განცხადებით მიმართავენ და მოითხოვენ, მან თანამდებობა დატოვოს.
“2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მიერ ევროპის კავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე განცხადებისა და ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გვსურს გამოვთქვათ ღრმა მწუხარება და მოვითხოვოთ თვითგამოცხადებულ მთავრობას გაემიჯნონ საქართველოს წარმომადგენლები და ელჩი ლიეტუვაში.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს თვითგამოცხადებული მთავრობის მიერ ახლო წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილსა და მიზანს, ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციას, ჩვენივე უსაფრთხოებასა და ნების თავისუფლად გამოხატვას.
მსგავს ქმედებებზე თქვენგან არანაირი ობიექტური რეაგირება თავადვე გულისხმობს თქვენი მხრიდან თვითგამოცხადებული მთავრობის გადაწყვეტილების მხარდაჭერას. შესაბამისად, ჩვენ, ქართველი სტუდენტები ლიეტუვაში მკაცრად მოვითხოვთ გადადგეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვაში, სალომე შაფაქიძე. ჩვენ ვემიჯნებით პრორუსულ მმართველობას და ყველაფერ იმას, რაც ევროპულ მომავალს გვაშორებს! პატივისცემით, ქართველი სტუდენტები ლიეტუვაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
1.საბა კერვალიშვილი
2.ელენე ჩიხლაძე
3.ელენე ძიძიგური
4.ნუნუ კუპრავა
5.გიორგი ძინძიბაძე
6.გიორგი გონაშვილი
7.ნინო მაისურაძე
8.სულიკო არჯევანიძე
9.ნუცა ჯავახაძე
10.მარიამ აფრიამაშვილი
11.ნიკოლოზ ნიქაბაძე
12.ანა მაისურაძე
13.მარიამ შვანგირაძე
14.კესო გაგოშიძე
15.ანასტასია გურაშვილი
16.დიმიტრი ჯაფარიძე
17.ლაშა შარაძე
18.თენგო შიუკაშვილი
19.სესილი ასათიანი
20.ბექა გვარამია
21.ნინი კირცხაია
22.ნინი მანჯგალაძე
23.ალექსანდრე მირზაშვილი
24.ლიკა კურდაძე
25.გიორგი კობახიძე
26.ოფელია ანანიანი
27.ანდრია ყვავაძე
28.საბა ქორიძე
29.თემო ტონია
30.ნინი ასლანიკაშვილი
31.ნოდარ იაკობაძე
33.ბარბარე ტატიშვილი
34.ილია ჭავჭანიძე
35.ნია ისკანდაროვა
36.ლიზიკო ქათამაძე
37.მარიამ მაკარიძე
38.მათე ციგროშვილი
39.მარიამ კუტალაძე
40.გიორგი რატიანი
41.დიტო სუხაშვილი
42. გიორგი წულაია
43. გიორგი თვალთვაძე
თაგები:
ლიეტუვა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს