ლიეტუვაში წვრთნების დროს 4 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვაში წვრთნების დროს ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაიკარგა, საღამოს ნატომ მათი დაღუპვა დაადასტურა.
აშშ-ის არმიის ოთხი დაკარგული ჯარისკაცისა და ერთი საბრძოლო მანქანის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 16:45 საათზე მიიღეს. ეს მოხდა მოხდა პაბრადეს პოლიგონზე (ბელარუსის საზღვართან ახლოს) ვარჯიშების დროს.
ფართომასშტაბიანი სამძებრო ოპერაცია, რომელშიც ლიეტუვის სამხედრო პერსონალი მონაწილეობდა, სამშაბათს დაიწყო. გარდა ამისა, ოპერაციაში დღეს შუადღისას ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა ვერტმფრენები ჩართო.
მომხდარის შესახებ ვილნიუსში ამერიკის საელჩომაც გაავრცელა ინფორმაცია. დაკარგული ჯარისკაცები მე-3 ქვეითი დივიზიის პირველ ბრიგადას ეკუთვნიან, რომელიც ინციდენტის დროს გეგმურ ტაქტიკურ წვრთნებს ატარებდა.
პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თავდაპირველად სამი ჯარისკაცის და მანქანის გაუჩინარების შესახებ ცნობა მიიღეს, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ოთხი ჯარისკაცი დაიკარგა. პოლიცია მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს და აცხადებენ, რომ გარემოებები დგინდება.
დაკარგული ჯარისკაცები, სავარაუდოდ, იმყოფებოდნენ M88 Hercules-ის ჯავშანტექნიკაში, რომელიც შექმნილია Abrams-ის ტანკის ბაზაზე და არის ძალიან ძლიერი და მძიმე, იწონის 63 ტონას, რაც განსაკუთრებით საშიშია პაბრადის ჭაობიან რელიეფზე.
ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.
ამერიკული გამოცემა The New York Times, ანონიმ ამერიკელ სამხედრო ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს, რომ ჯარისკაცები ჯავშანტექნიკით გადაადგილდებოდნენ, რომელიც შესაძლოა, ჭაობში ჩაიძირა.
მომხდარს გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
“სანამ ვსაუბრობდი, ახალი ამბავი მოვიდა ოთხი ამერიკელი სამხედროს შესახებ, რომლებიც ლიეტუვაში დაიღუპნენ. ეს ჯერ კიდევ ახალი ამბავია, ამიტომ დეტალები არ ვიცით, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად საშინელი ამბავია, ჩვენი ფიქრები მათ ოჯახებთან და ახლობლებთანაა”, – განაცხადა რუტემ.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა