ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი – უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება გამარჯვება რუსეთთან ომში


ავტორი
Front News საქართველო
მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს, როგორი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა.
“ვფიქრობ, რომ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება გამარჯვება ამ ომში და უკრაინის გარეშე არ უნდა იყოს დისკუსია უკრაინის მომავალზე”, – განაცხადა მან.
ამასთან, შიმონიტეს თქმით, უკრაინის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემა მხოლოდ “მშვიდობის ილუზიას“ შექმნის.
“მშვიდობის ილუზია შეიძლება შეიქმნას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ცეცხლის შეწყვეტა გარკვეული ხნით, მაგრამ არა მშვიდობა. კომპრომისები რუსეთს აძლევს დროს ხელახლა შეიარაღების, გადაჯგუფების, განახლების”, – განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს