ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
კიევში ლიეტუვის პრეზიდენტი ასევე მიიღებს მონაწილეობას უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში.
გიტანას ნაუსედა ზელენსკისთან შეხვედრისას განიხილავს ვილნიუსში ნატოს სამიტის დღის წესრიგს, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება. ლიდერები ასევე ყურადღებას მიაქცევენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების საკითხს, ლიეტუვისა და ევროკავშირის დახმარებას.
ლიტვის პრეზიდენტი კიევში ჰააგიდან ჩავიდა, სადაც უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. კიევიდან ნაუსედა ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ხვალ ევროპის ლიდერთა საბჭოს სხდომა იწყება.
თაგები:
გიტანას ნაუსედა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს