ლიეტუვის საელჩოსთან რამდენიმე პირი, მათ შორის მამა-შვილი ფალავანდიშვილები დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვის საელჩოსთან ძალადობრივი ჯგუფები აქციას მართავენ.
მათ ადგილზე ლგბტ+ და ევროკავშირის დროშები დახიეს, რასაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა, მათ შორის მამა-შვილი ფალავანდიშვილები, რომლებიც აქციის ორგანიზატორები არიან.
ფალავადნიშვილები რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ოფისთან გამართულ იგივე შინაარსის აქციაზეც დააკავეს, თუმცა ისინი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.
დღევანდელი აქცია კი საქართველოში ლიეტუვას ელჩის განცხადების შემდეგ დაგეგმეს, რომელმაც დაწერა, რომ გმობდა დიპლომატების შეურაცხყოფას.
თაგები:
გურამ ფალავანდიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს