ლიკა ბითაძე - გიორგი ჯოხაძეს ამ ფაქტთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია, რასაც დაცვის მხარე აუცილებლად დავადასტურებთ თუ მას ბრალი წარედგინა


ავტორი
Front News საქართველო
თუ გელა უძილაურმა ჩვენება მისცა გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ, ეს ჩვენებაც მის მიერ იქნება ცრუ ჩვენება, - ამის შესახებ გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ გიორგი ჯოხაძეს ბრალი წარედგინა, მის უდანაშაულობას სასამართლოზე დაცვის მხარე დაადასტურებს.
"თუ გელა უძილაურმა ჩვენება მისცა გიორგი ჯოხაძის წინააღმდეგ, ეს ჩვენებაც მის მიერ იქნება ცრუ ჩვენება. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ვუშვებ თუ არა, ვერ გეტყვით, არ გამოვრიცხავ, მაგრამ რის საფუძველზე და რის სანაცვლოდ მისცა უძილაურმა ცრუ ჩვენება, ვერ გეტყვით, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მიეცა ჩვენება.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე ოფიციალურად ძებნა ნამდვილად არ არის გამოცხადებული, ასევე, მას ამ ეტაპზე ბრალი არ აქვს წარდგენილი. რაც შეეხება მოწმედ გამოცხადებას, მზაობას ვაცხადებთ, რომ გამოვცხადდეთ საგამოძიებო ორგანოში და მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რაიმე გვაქვს. რაც შეეხება შემხებლობას, გიორგი ჯოხაძეს ამ ფაქტთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია, რასაც დაცვის მხარე აუცილებლად დავადასტურებთ სასამართლოში თუ მას ბრალი წარედგინა", - განაცხადა ლიკა ბითაძემ.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ შსს-ში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი - გ.მ., გ.კ. და მ.ბ. დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 14 მარტს, ღამით თბილისში, ჭავჭავაძეზე მოკლეს.
თაგები:
ლიკა ბითაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს