ლიკა გუნცაძე – საპატიმროებში შედიან სუსის ადვოკატები და ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე!


ავტორი
Front News საქართველო
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედის ლიკა გუნცაძის განცხადებით, საპატიმროში სუსის ადვოკატები შედიან და პატიმრებზე ზეწოლას ახდენენ.
“საპატიმროებში შედიან ვიღაც ადვოკატები (სუსის) და ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე! ჰპირდებიან საპროცესოს ან განთავისუფლებას იმის ხარჯზე, რომ აღიარონ და დაწერონ ის, რაც არ ყოფილა! დაასახელონ პოლიტიკოსების გვარები და ჩაუშვან ვითომ და ერთმანეთი.
როგორც ვიცი, ვიღაც დათანხმდა, ვიღაცებმა უარი განაცხადეს უცხო ადვოკატებთან შეხვედრაზე. ერთ ერთი ასეთი ადვოკატია დავით გამყრელიძე! ოჯახთან შეუთანხმებლად ჩუმად შედის პატიმრებთან! კიდევ არიან სხვა ადვოკატებიც უცხო! ესაა ზეწოლა პატიმრებზე! ზომებია მისაღები!” – წერს გუნცაძე.
მოშიმშილე პატიმრის ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ოჯახის ინფორმირების გარეშე, ადვოკატმა დავით გამყრელიძემ მოინახულა და ბრალის აღიარება სთხოვა.
თაგები:
ლიკა გუნცაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს