
ავტორი
Front News საქართველო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ლიკანის №3 და დვირის საბავშვო ბაღის შენობაზე მზის ენერგიის პანელები განთავსდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის (ENPARD III)” პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გრანტის სახით 99 000 ლარი მოიპოვა, რითაც მოხდა მზის ენერგიის პანელების შეძენა-დამონტაჟება.
მზის ენერგიის პანელებით გამომუშავებული ელექტროენერგიით ისარგებლებს გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღები.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება მზის ენერგიის ხარჯზე, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სახსრების დაზოგვას და შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას.
თაგები:
ლიკანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს