Logo

ლიკანში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

შემთხვევა
23.10.2022 / 10:58
Frontnews image description

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 75 წლის ქალი გარდაიცვალა.

 

დაშავებული ბორჯომში, “ჰოსპიტალსში“ იყო გადაყვანილი, თუმცა მდგომარეობის სიმძიმის გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

კორპუსში აფეთქება 22 ოქტომბერს მოხდა. ის, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. 

Advertisement