ლიკანში, მესხეთის N39-ში, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ლიკანში, მესხეთის N39-ში, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
პროექტი ითვალისწინებს მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას, საერთო სამშენებლო და გამწვანების სამუშაოებს, საპარკე სკამებისა და სანაგვე ურნების მონტაჟს, გარე განათების, წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას.
მერის ოთარ არბოლიშვილის თქმით, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა რეკრეაციული სივრცეებისა მოწყობაა.
“ბორჯომი ტურისტული ქალაქია, შესაბამისად ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის გასართობი ზონების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა ბორჯომის მერმა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს