Logo

ლიკანში, მესხეთის N85-ში, სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

Frontnews image description

ლიკანში, მესხეთის N85-ში, სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სამშენებლო და გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდა სკამები და სანაგვე ურნები, მოეწყო მოსასვენებელი სივრცეები, ასევე – განათების, წყლის და კანალიზაციის ქსელი.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სპორტული მოედანიც.

“ბორჯომის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა და განვითარებაა. შესაბამისად, მსგავსი სახის ინფრასტრუქტურული პროექტები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

თაგები:

Advertisement