ლიკანში, მესხეთის N85-ში, სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ლიკანში, მესხეთის N85-ში, სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკვერი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს საერთო სამშენებლო და გამწვანების სამუშაოებს, სკამებისა და სანაგვე ურნების მონტაჟს, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას, გარე განათების, წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა სპორტული მოედანიც.
“ბორჯომის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა და განვითარებაა”, – აღნიშნავენ მერიაში.
თაგები:
ბორჯომი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს